დღეს, 5 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
აღნიშნული შეხვედრის თემებია:
- საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ფინანსური მონიტორინგის მიმდინარე საქმიანობის შედეგები: წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები და შემოსავლები; აუდიტის სამსახურში შემოსული საჩივრები და განხორციელებული რეაგირება; გამოყენებული სანქციები და განხილვის სტადიაზე მყოფი საქმეები.
- პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ახალი ვებსაიტის წარდგენა და საძიებო სისტემის პრეზენტაცია.