იქნება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისევ ზურაბ პატარაძე, დღეს გახდება ცნობილი. მის კანდიდატურას რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. მას 21 დან 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ქართულ ოცნებას კი უმაღლეს საბჭოში 14 მანდატი აქვს. მმათველი გუნდი პატარაძეს კარგ მენეჯერად, პოლიტიკოსად და უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებს. ოპოზიცია კი გადაწყვეტილების მიღებამდე პროგრამის წარდგენას ელოდება. ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. ამ თანამდებობაზე ის კენჭს უკვე მეორედ იყრის.