2 დეკემბერს, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეორე ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა. ,,Welcome to Georgia”- ს ღონისძიებაზე 19 გამარჯვებული 19 განსხვავებულ ნომინაციაში გამოვლინდა. მათ შორის:
- წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში Continent Cron Palace Tbilisi
- საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი- ge
- საუკეთესო დელუქს ტიპის საცხოვრებელი- Crowne Plaza Borjomi
- საუკეთესო შემომყვანი ტურისტული სააგენტო- Capital Georgia Travel
- საუკეთესო გამყვანი ტურისტული სააგენტო- Easy Travel Agency
- საუკეთესო რესტორანი ტურისტებისათვის- რესტორანი „ქართული სახლი“
- საუკეთესო სამთო კურორტი- რუმს ჰოტელ ყაზბეგი
- საუკეთესო სტანდარტული ტიპის საცხოვრებელი- Courtyard by Marriott Tbilisi
- საუკეთესო ტურისტული ღვინის კომპანია- მეღვინეობა ხარება
- საუკეთესო ბუტიკის ტიპის საცხოვრებელი- ვინოტელი
- საუკეთესოMICEტურიზმი- BTL Georgia
- საუკეთესო ბიზნეს ღონისძიების ადგილი- Holiday Inn Tbilisi Georgia
- საუკეთესო ზღვისპირა საცხოვრებელი - ჰილტონ ბათუმი
- საუკეთესო ზღვისპირა საცხოვრებელი, რომელიც ქალაქში მდებარეობს- Divan Suites Batumi
- საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი- ლოპოტა სპა რესორტი
- საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი საცხოვრებელი- Dvizh Hostel Eli Spali
- წლის საუკეთესო მოგზაური ფოტოგრაფი- შერმეზანა
- წლის საუკეთესო ტურისტული ინოვაცია- Check in Georgia
- საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება- GEM Fest
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე- ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერი- დავით ნარმანია, მერის მოადგილე - ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის, სახელმწიფოს, მედიისა და სხვა ბიზნეს სექტორის 500_მდე წარმომადგენელი.
ცერემონია გახსნა პირველმა ვიცე პრემიერმა - დიმიტრი ქუმსიშვილმა, მან აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები ქართული ტურიზმის განსავითარებლად და სპეციალური ჯილდო “AWARD FOR CONTRIBUTION TO TOURISM DEVELOPMENT” ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცა მარიამ ქვრივიშვილს.
ასევე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი - დავით ნარმანია, რომელმაც ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომით დააჯილოვა „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - ქეთევან ბოჭორიშვილმა, რომელიც დაჯილდეობის ერთ-ერთი ჟიურის წევრია, ისაუბრა შეფასების მეთოდებზე და სპეციალური ჯილდო „OPENING OF THE AWARD„ გადასცა სასტუმრო “ბილტმორ თბილისს”.
დაჯილდოების თანაორგანიზატორმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოსა და უკრაინას შორის ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილსთვის სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა უკრაინული ჟურნალი „International Tourism Magazine”
“Welcome to Georgia“-ს პროექტში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან 300-ზე მეტმა ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიამ მიიღო, ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად იყო გაყოფილი, პირველ ეტაპზე - ონლაინ ხმის მიცემა პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები - კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალისგან. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველო“_მ დაითვალა და შეაჯამა და ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში გამოავლინა.
ორგანიზატორების განცხადებით, “Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობის მიზანია, ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.