სასტუმრო Holiday Inn-ში ეკონომიკური დებატების ფინალური ეტაპი გაიმართა. დებატები ეკონომიკურ თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით ჩატარდა და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იყვნენ ჩართულნი. შერჩეული მონაწილეები ოცკაციან ჯგუფებად დაიყვნენ და ტრენინგები ჩაუტარდათ, ლექციების ერთი ნაწილი დებატების სპეციფიკას, ხოლო მეორე ეკონომიკურ და საბანკო თემებს შეეხებოდა. პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ დებატებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, უკეთ შეძლონ გუნდურად მუშაობა და გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკურ საკითხებზე.
მონაწილეებს შორის ორი ნახევარფინალის შემდეგ ფინალური დებატი ჩატარდა. გუნდებმა სხვადასხვა ეკონომიკურ თემებზე იდებატეს. გამარჯვებულები სპეციალური შეფასების სქემის მიხედვით მსაჯებმა გამოავლინეს.
ეკონომიკური დებატების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო სპიკერები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პროექტი „საზოგადოება და ბანკებმა“ „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან“ ერთად განახორციელა.