„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
შეხვედრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მიმდინარე აქტუალურ თემებზე, მათ შორის, ეროვნული ვალუტის კურსზე იმსჯელებენ.