კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის წარმატებულ მაგალითად მოგების გადასახადის რეფორმის მომზადების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო სექტორთან თანამშრომლობა დასახელდა.
უწყების ინფორმაციით, საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე ათეული შეხვედრა გამართა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასა და ორგანიზაციასთან.
,,მოგების გადასახადის რეფორმის მომზადებაში, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ექსპერტები, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ის ანალიტიკოსები, ასევე, ესტონელი კოლეგები. აღნიშნული შეხვედრების დროს, ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად შეფასდა რეფორმის განხორციელება საქართველოში“, - აცხადბენ უწყებაში.