პროცესის დაწყვბისთანავე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც მოგერინიმ აღნიშნა, საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად.
"პრემიერ-მინისტრი და მე ვმუშაობთ ამ საკითხზე ევროკავშირში ჩვენს კოლეგებთან. საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერი მოახდენს. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა პროცესის დასრულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელშია. საქმე ეხება არა გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პროცედურის დასრულებას. ეს არ ეხება პოლიტკურ ნებას ან საქართველოს, ეს ეხება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის დარულებას ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება”, - აღნიშნა ფედრიკა მოგერინიმ.