Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, 1 აშშ დოლარი 2.5575 ლარად ივაჭრება. აღნიშნული მონაცემი თბილისის დროით, 14:00 საათისთვის ფიქსირდება. ლარი დოლართან მიმართებით გამყარების დინამიკას განაგრძობს.
რამდენიმე საათის წინ, Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2.5700 ლარი ღირდა, თუმცა შემდეგ ვალუტამ მცირედი გამყარების ტენდენცია აჩვენა და 2.5600 ლარამდე დაიწია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიცილურ გაცვლით კურსს დღის მეორე ნახევარში გამოაქვეყნებს. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5871 ლარს შეადგენს.
ლარის გაუფასურების ფონზე, ეროვნული ვალუტა ბაზარზეც უფასურდება. ზოგიერთ კომერციულ ბანკში აშშ დოლარის ფასი საშუალოდ, 2.61 ლარს აღწევს.