ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდეს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შემდეგ მან ჟურნალისტებთან ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, საზოგადოება უფრო მეტ დეტალს გაიგებს.
„ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება მოვიცადოთ მანამდე, ვიდრე კანონპროექტი პარლამენტში არ შევა. გარკვეულწილად იქნება და იყო კიდეც კონსულტაციები ონალაინ სესხების კომპანიებთან, როდესაც ეს კანონპროექტი იქნება, მასში გაწერილი იქნება ყველა დეტალი. იყო ასეთი ინფორმაცია, რომ რაღაც ალბათობით ონლაინ სესხების ბევრი კომპანია შესაძლებელია გაადაკეთდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად. შესაძლოა, ეს კანონპროექტი ან ერთ ეტაპზე, ან მეორეზე შეიცვალოს, ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.