აშშ-ში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდებობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ტენესის შტატში სტიქიამ 11 ადამიანი იმსხვერპლა. ცეცხლი 4 დღის წინ ტყის მასივს გაუჩნდა და გრეით-სმოქი-მაუნთინსის ეროვნული პარკი თითქმის მთლიანად გაანადგურა. დამწვარია 500-ზე მეტი სახლი. მეხანძრეებმა ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება შეძლეს.