iPhone 8-ის წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე, რომელიც რეალურად 2017 წლის სექტემბერში გამოვა, უკვე ბევრს საუბრობენ.
ზოგიერთი ექსპრტის აზრით iPhone 8 „ჩაკბეჩილი ვაშლის“ წარმატებული პროექტი იქნება, ზოგიერთი კი პირიქით ფიქრობს.
KGI Securities-ის ანალიტიკოსი, მინ ჩი კუო iPhone 8-ის შესახებ საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ iPhone 8-ს გაყიდვები რეკორდული იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსი მინ ჩი კუო „ხელგაშლილი“ არ არის, და ძირითადად პესიმისტურ პროგნოზებს დებს, რომელიც საბოლოო ჯამში მართლდება. თუმცა ამჯერად ანალიტიკოსი ოპტიმისტულ მაჩვენებლებზე ფიქრობს.
ის მიიჩნევს, რომ ამერიკული კორპორაცია iPhone 8-ს 120-150 მლნ ერთეულამდე გამოუშვებს, რადგანაც მასზე დიდი მოთხოვნა იქნება.
Apple-მა iPhone 6 და iPhone 6 Plus საერთო ჯამში 120 მლნ ერთეულამდე გამოუშვა, ხოლო iPhone 7-ი ამ დროისათვის მხოლოდ 100 მლნ-მდეა გამოშვებული.
საგულისხმოა, რომ ანალიტიკოსი ოპტიმისტურ დასკვნას ინოვაციების ხარჯზე აკეთებს, რომელსაც Apple ნერგავს.