ეროვნული ბანკის მონაცემებით დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 58 თეთრი ღირს. განსხვავებულია მაჩვენებელი სავალუტო ჯიხურებში. ექსპერტების ნაწილი ლარის გაუფასურების მიზეზად ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას და მთავრობის მიერ დაულაგებელ მაკროეკონომიკას ასახლებს. ისინი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ და მთავრობას სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ნაწილი კი კურსის ცვლილებას აჟიოტაჟურ და პანიკურ ფონსაც უკავშირებს. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე კი ლარის კურსის არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებას პროგნოზირებს. ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას დოლარის გამყარებას უკავშირებს და ეროვნული ბანკის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გაუფასურება შიდა ფუნდამეტური ფაქტორებით არაა გამოწვეული.