ნავთობი ისევ გაძვირდა. დღეს დილით ლონდონის ბირჟაზე ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ 54,3 დოლარი შეადგინა, რაც გასული კვირის მაჩვენებელს 5 დოლარით აღემატება. ბირჟის ანალიტიკოსები ნავთობის გაძვირებას ოპეკის გადაწყვეტილებას უკავშირებენ. ორი დღის წინ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ნავთობმოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.