ხუთშაბათის ვაჭრობაზე ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ დაეცა.
2 დეკემბრისთვის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.5871 ლარი ღირს, 1 ევრო 2.7491 ლარი.
1-ელი დეკემბრისათვის კი სებ-ის მიერ დადგენილი კურსი ასე გამოიყურებოდა: 1 აშშ დოლარი - 2.5352 ლარი, ხოლო 1 ევრო - 2.6980 ლარი.
შესაბამისად 2 დეკემბერს 1-ელ დეკემბერს განსაზღვრულ კურსთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.0519 პუნქტით, ევროს მიმართებაში კი 0.0511 პუნქტით დაეცა.