მინდა, ყველას მოვუწოდო, ნუ მოახდენენ თავიანთი რეზერვების სწრაფად გადახურდავებას, რადგან დანაკარგს ნახავენ, აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. კოვზანაძე განმარტავს, რომ დღეს რაც მოხდა რამდენიმე საათიანი, დროებითი სპონტანური რეაქციაა.
„რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ეროვნული ბანკის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ეროვნული ბანკიც ზუსტად იმავეს იმეორებს. ეს არ არის გამოწვეული არანაირი შიდა ფაქტორებით, ეს არის ემოციური, სპონტანური ფაქტორებით. მინდა, ყურადღება გაამახვილოთ ეროვნული ბანკის ამ განცხადებაზე. ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ და რეზულტატს მალე ვნახავთ”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.