2017-ი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება. მომავალი კვირიდან სავარაუდოდ საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მთლიანი მოცულობა 12,6 მილიარდი ლარია. პროექტის მიხედვით, იზრდება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვისა და სპორტის სამინისტროების დაფინანსება. 17 მილიონით გაიზრდება საერთო სასამართლოების დაფინანსებაც. 275 მილიონი დაემატება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტს. მცირდება სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, ფინანსთა, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების დაფინანსება. კლებაა მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტშიც. ადმინისტრაციული ხარჯები ჯამში დაახლოებით 100 მილიონით შემცირდება. 2017 წლის ბიუჯეტში საპენსიო მიმართულებაზე 110 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. დაგეგმილია დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლაც.