ოპეკი ნავთობის მოპოვებას ამცირებს. შეთანხმებას ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ვენაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. მათი გადაწყვეტილებით, ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 33,6 მილიონიდან 1,2 მილიონ ბარელამდე შემცირდება. ოპეკის გადაწყვეტილება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მომენტალურად აისახა. ბრენტის მარკის საწვავის ფასმა 9 პროცენტით მოიმატა და ბარელის ღირებულებამ 50,47 დოლარი შეადგინა, დაბლ იუ თი აის მარკის საწვავის ფასი კი 49 დოლარით განისაზღვრა.