საქართველო იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც მჭიდრო ექნება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშილმა როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მიუხედავად მისი მოწოდებებისა, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ, ჩვენი ურთიერთობა პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე, რესპუბლიკელ და დემოკრატ მეგობრებსა და მოკავშირეებთან არ შეიცვლება, რადგანაც საუბარია საერთო ინტერესებზე, რომელიც 25 წელია, არ შეცვლილა. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ რუსეთთან დიალოგისა და რაციონალური დისკუსიის მომხრე ვართ, თუმცა ურთიერთობის გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ რუსეთი პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის უსამართლობა, რომელსაც საქართველოს საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არასდროს შეეგუება,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც შეეხო და პროცესის გაჭიანურების გამო იმედგაცრუება გამოთქვა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღებულ ვალდებულებებს ასრულებს, ბრიუსელში პროცესი მაინც ჭიანურდება.
„ვფიქრობ, კონსერვატიული ფაზა უნდა დასრულდეს და უფრო აქტიურ და ინტენსიურ დღის წესრიგზე უნდა გადავიდეთ,“-აღნიშნა მარგველაშვილმა.