თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ნაბი ავჯი თურისტულ სექტორს დაპირდა, რომ ჩარტერების სუბსიდირების პროგრამა 2017 წელსაც გაგრძელდება.
„ჩვენ 2017 წელს ჩარტერული რეისების საწვავით მხარდაჭერას გავაგრძელებთ. გავზრდით, როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ მაჩვენებელს. აღნიშნულ საკითხზე მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი“, აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში თურქეთი ჩარტერისას თითო თვითმფრინავზე, რომელიც 200-მდე მგზავრზეა გათვლილი, 6 ათას დოლარს იხდის. მაგრამ თუ თვითმფრინავი 200-ზე მეტ მგზავრზეა გათვლილი, მაშინ თურქეთის ბიუჯეტიდან თვითმფრინავზე 7,8 ათას დოლარი იფარება.