აზერბაიჯანში ინტერნეტით პრეზიდენტის  შეურაცხყოფაზე პასუხისმგებლობა დაწესდება. 
 შესაბამის კანონპროექტს პარლამენტმა მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. 
 ინიციატივა გენერალურ პროკურორს, ზაკირ გარალოვს ეკუთვნის. კანონის დარღვევისთვის  500-დან 1000 მანათამდე  ჯარიმა, საზოგადოებრივი შრომის შესრულება ან 2 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.