ევროკავშირში გაწევრიანების გარდა თურქეთს ძალიან ბევრი ალტერნატრივა აქვს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
 
 „ჩვენ ჯერ არ დაგვიხურავს ევროკავშირის წიგნი, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, „-აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. 
 
 მანამდე ერდოღანმა ევროკავშირის ერთ-ერთ ალტერნატივად შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია დაასახელა, სადაც  რუსეთი და ჩინეთი დომინირებენ.