საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის 73-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განმარტა, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას საზოგადოებას გააცნობს და, ამავე დროს, გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად.
„შემდეგ კი, პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს”, აცხადებს მიშველაძემ.