საქართველოს უკრაინელი ბიზნესმენები სტუმრობენ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, 28 ნოემბერს საქართველოს 4 დღიანი ვიზიტით უკრაინის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაში უკრაინის ბიზნეს-სექტორის 15 წარმომადგენელი იქნება. მათ ძირითად ინტერესის სფეროს სოფლის მეურნეობა, ალკოჰოლური სასმელები და სამშენებლო სექტორი წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში 30 ნოემბერს ბიზნეს დელეგაცია ღონისძიება- “Agrofood Expo”-ში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე, 30 ნოემბერს კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები (B2B) გაიმართება. უკრაინული ბიზნეს-დელეგაცია პარტნიორების მოძიების მიზნით ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ბიზნესების ორმხრივი შეხვედრები გაიმართება სასტუმრო „ძველ თბილისში“ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.