თურქეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში, ტრაპზონი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ გაიაფდება.
„ახალი სარკინიგზო ხაზი გაზრდის ტვირთბრუნვას და შეამცირებს ხარჯებს. შესაბამისად ჩვენ ახალ ბაზრებზე შესვლა გაგვიმარტივდება“, განაცხადა ტრაპზონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა სუათ ხაჯისალიოღლუმ.
როგორც ხაჯისალიოღლუ მიიჩნევს, თურქეთმა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გააღრმაოს.
„მიუხედავბად იმისა, რომ ირანი, ავღანეთი, პაკისტანი, თურქულენოვანი ქვეყნები და რუსეთი თურქეთთან ახლოს მდებარეობენ, სავაჭრო ოპერაციებში მისი წილი მაინც მცირეა. სიტუაცია რეგიონალური სატრანსპორტო ქსელების განვითარების გზით უნდა შეიცვალოს“, განაცხადა მან.