ცნობილი მუზეუმი Madame Tussauds, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქალაქში მდებარეობს ამიერიდან სტამბოლშიც ამოქმედდება. მუზეუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება და ის მუზეუმების ქსელის რიგით 21-ე მუზეუმი იქნება.
მისი დათვალიერება და ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურების ხილვა ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება.
Madame Tussauds სტამბოლში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქუჩაზე ისტიკლალზეა განთავსებული.
მუზეუმს 2000 კვ/მ უკავია ის გრანდ პერის შენობაში მდებარეობს.
მსოფლიო დონის პიროვნების ცვილის ფიგურებთან ერთად, სტამბოლის Madame Tussauds-ში თურქეთის ისტორიული ფიგურებიც იქნება გამოფენილი.
მუზეუმის ადმინისტრაციას ერთი ფიგურის დამზადება საშუალოდ 165 ათასი ლირა დაუჯდა.