საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 27-29 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ კონფერენციაზე (Visa Liberalisation as an EU Foreign Policy Tool).
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან/პოლიტიკურ დირექტორთან ჟან კრისტოფ ბელიარდთან და ევროპარლამენტარებთან.