არაფერს აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს, - აცხადებს ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს შიდა ვალების აღება და შეამციროს სამთავრობო ხარჯები, ეს არის ის მინიმუმი, რაც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.
„არაფერს აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს. გადასახადები უნდა დაწიოს, რეგულაციები უნდა დაწიოს და კიდევ ბევრი სხვა რაღაც უნდა გააკეთოს, რომლის გამკეთებელიც ეს მთავრობა არ არის. ეს არის ყველაზე უფრო დიდი რისკი, საშიშროება, რომელსაც ინვესტორები ხედავენ და ამიტომ არის, რომ ფული არ შემოდის ქვეყანაში, ამიტომ არის, რომ დოლარების დეფიციტია, ამიტომ არის, რომ ლარი გაუფასურებულია და არც ემუქრება გაუმჯობესება,“- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.