ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2017 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. როგორც აზერბაიჯანული მედია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, სარკინიგზო მაგიტრალის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე, ან 2017 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები სარკინიგზო მაგისტრალის თურქულ მხარეს მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და პირველადი გეგმის მიხედვით სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. თუმცა როგორც ირკვევა ის 2017 წლამდე არ გაიხსნება. პროექტის მიხედვით, სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 826 კილომეტრია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე, 254 კილომეტრი გაივლის.