არ ვარ ის ადამიანი, ვინც რამეს იტყვის და მერე უკან დაიხევს, - ასე უპასუხობა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პატრიოტთა ალიანსთან და ემზარ კვიციანთან თანამშრომლობის შესახებ ენმ-ის წევრის გია ბოკერია შეკითხვას.
"ბატონო გიგა, თქვენ ცხრა წელი გიყურეთ, როგორ ამახინჯებდით ფაქტებს. მე გუშინ ვთქვი და ვიმეორებ, არ ვარ ის ადამიანი, ვინც რამეს იტყვის და მერე უკან დაიხევს. დიახ, დღეს თქვენ ხართ პატრიოტთა ალიანსთან ერთად, პარლამენტში ოპოზიცია. მე ვთქვი, ვფიქრობ, ბევრი კანონპროექტი იქნება-მეთქი, სადაც ჩვენ მათთან ერთად თანამშრომლობას შევძლებთ, ამას ვადასტურებ დღესაც", - განაცხადა წულუკიანმა.