Lenovo-მ შესაძლოა Samsung-ის კომპიუტერების ბიზნესი იყიდოს. გარიგების ღირებულება სავარაუდოდ 850 მლნ დოლარი იქნება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აღნიშნული გარიგება Samsung-თვის საკმაოდ ხელსაყრელია, რადგანაც კომპანია შეძლებს მისთვის არამომგებიანი აქტივი საკმაოდ სარფიანად მოიშოროს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Lenovo მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ წაინაურდება, მაგალითად 2015 წელს მისმა წილმა კომპიუტერების წარმოების სეგმენტში 19,4 %-ი შეადგინა.