ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს ან სხვა პიროვნებებს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ საქმიანობას ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას და ყველა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოიყენოს შედეგის მისაღწევად.
„მე 4 წლის განმავლობაში ხშირად დავდიოდი საპატიმრო დაწესებულებებში, ბევრ პატიმართან მქონია შეხვედრა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურა ადეიშვილს, ან სხვა იმ პირს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავი დანაშაულებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს წინაშე. მე გთხოვთ, რომ ამ საკითხის წამოჭრა კიდევ მოხდეს. მთავრობამ უნდა გვითხრას, რა კეთდება და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, წარდგეს სათანადო მართლმსაჯულების წინაშე,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ