საქართველოს სახალხო დამცველი ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვის უაცილებლობაზე საუბრობს. განცხადება უჩა ნანუაშვილმა, ტელეკომპანია "იბერიის" ახალი ამბების ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი ანგარიშს ამზადებს, სადაც განხილული იქნება კანონის ნორმები ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. სახალხო დამცველი აპარატი კანონში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციაზეც იწყებს მუშაობას.
“გარკვეული სახის ცვლილებები ამ კანონში აუცილებელია, იმისათვის, რომ მოსახლეობის უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს ეხება, როგორც გადაადგილების თავისუფლებას, ასევე ჰუმანიტირულ საკითხებს - განათლების, ჯანდაცვის.. ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, უფრო მეტი შეღავათი უნდა არსებობდეს საქართველოს მაცხოვრებლებისთვის. მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის. ჩვენ ვმუშაობათ ამჟამად გარკვეულ რეკომენდაციებზე“, - განაცხადა ნანუაშვილმა.