საპარლამენტო უმცირესობა მეტ კრიზისს პროგნოზირებს. ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი რჩევა.
„ვერდიქტი დასვა ლარმა. ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, ეს არის მათთვის განაჩენი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ლარი ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ვალუტა რეკორდულ მინიმუმზეა - 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.50 ლარია. გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ პუნქტებში.