მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პატრიოტთა ალიანსი მხარს არ დაუჭერს.
როგორც პარტიის წევრები ამბობენ, რომ კონკრეტული მინისტრების გამო, რომლებიც წარმოდგენილები არიან მინისტრთა კაბინეტში, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან მინისტრთა კაბინეტს და მთავრობას მხარდაჭერა არ ექნება.
„ერთი არის მატყუარა და ვერ აღიარებს თუ არ აღიარებს, რომ სწირავდა გარკვეულ თანხებს დასახმარებლად. მეორე არის საყდრისის, ანუ ისტორიული ძეგლის ამფეთქებელი. მესამე არის არჩევნების გამყალბებელი. აი, ასეთი ტიპის მთავრობას მიიღებს საქართველო და ქართველი ხალხი,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საქართველოს პატრიოტების წევრმა, ადა მარშანიამ.
„ამ შემოთავაზებული შემადგენლობით მთავრობა ვერ გაუმკლავდება იმ უმძიმეს და ურთულეს გამოწვევებს, რომელებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. განსაკუთრებით ხაზი მინდა, გავუსვა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხს და აქ კატასტროფული მდგომარეობაა,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.