გასაკვირია, როდესაც თქვენი ლიდერი თუ ყოფილი ლიდერი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი გამოდის და სიამაყით ამბობს, რომ აი ჩვენ კი ვიღებდით ამას, მაგრამ არასოდეს გამოგვიქვეყნებია, - განაცხადა პრემეირ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად.
”ჩემთვის გასაკვირია, როდესაც თქვენი ლიდერი თუ ყოფილი ლიდერი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი გამოდის და სიამაყით ამბობს, რომ აი ჩვენ კი ვიღებდით ამას, მაგრამ არასოდეს გამოგვიქვეყნებია. თურმე ეს ძალიან დიდი რამ ყოფილა, რომ გადაუღებ ადამიანებს საძინებელში და მერე არ გამოაქვეყნებ. ჩვენ რაც შეგვეძლო გამოვიძიეთ, დამნაშავეები პასუხისგებაში არიან მიცემულები და იხდიან სასჯელს. რაც შეეხება გამავრცელებლებს, მათ გამოვლენაში ჩართული გვყვავდა არა მხოლოდ ჩვენი რესურსი, არამედ საერთაშორისოც, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან რაც კი შეიძლებოდა, ჩვენ ყველა დახმარება მოვითხოვეთ. სამწუხაროდ, ეს არის კიბერდანაშაულის ერთ-ერთი სახე, რომლის დადგენაც ძალიან რთულია ტექნიკურად, რადგან ძალიან ბევრი ტექნიკური საშუალებაა, რათა დამალო ამტვირთველი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.