მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქ ჰილა გახდა.  ბენზინგასამართ სადგურზე  მომხდარ აფეთქებას 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც ერაყში წმიდა ადგილების მოსალოცად იყვნენ ჩასულები. წინასწარი ვერსიით, ბომბი  სატვირთო მანქანაში იყო ჩამონტაჟებული.  ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისალმურმა სახელმწიფომ აიღო.