ძლიერი ხანძარი ისრაელში. მეხანძრეები ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ხანძრის გავრცელებას ხელს გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი და ძლიერი ქარი უწყობს. სტიქიის შედეგად ქალაქ ჰაიფაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო რამდენიმე ადამიანმაც. ქალაქიდან 50 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.