ვლადიმერ პუტინი   დეფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ   “აპსნიპრესი” იტყობინება. სააგენტოს ცნობით, კრემლის ლიდერისა და რაულ ხაჯიმბას აუდიენცია მოსკოვში 1 და 2 დეკემბერს არის დანიშნული. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად დეფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრმლობის შესახებ  შეთანხმებასაც განიხილავენ. დოკუმენტის რატიფიფიკაცია  რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოახდინა.