ინტერპოლს მოეჩვენა, რომ ადეიშვილი პოლიტიკური ნიშნით შეიძლება იყოს დევნილი - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ირმა ინაშვილის განცხადებას, სადაც დეპუტატი ითხოვდა პასუხს თუ როგორ მოხდა, რომ ზურაბ ადეიშვილის ძებნაზე ინტერპოლმა უარი განაცხადა.
"ინტერპოლს მოეჩვენა, რომ ადეიშვილი, ჰოი საოცრებავ, პოლიტიკური ნიშნით შეიძლება იყოს დევნილი. მე ქალბატონ ირმას ვულოცავ პარლამენტში შემოსვლას. ვხედავ ბევრ საკანონმდებლო პროექტს, რომლებთან დაკავშირებითაც თქვენ ფრაქციასთან შეიძლება მუშაობა და მათი მომზადება," - განაცხადა წულუკიანმა.