ისლამ კარიმოვის შვილიშვილი დედის გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს. უმცროსი ისლამ კარიმოვის თქმით, გულნარა კარიმოვა ცოცხალია, თუმცა ამ დრომდე შინაპატიმრობაში იმყოფება. ინფორმაცია კარიმოვის უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ 2 დღის წინ ინტერნეტ-პორტალმა „ცენტრ 1“-მა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, გულნარა კარიმოვა მოწამლეს. ექსპრეზიდენტის ქალიშვილს მამის პოლიტიკურ მემკვიდრედ განიხილავენ, თუმცა პოლიტიკური გავლენა ქვეყანაში მან უკვე დაკარგა და 2014 წლიდან შინაპატიმრობაში რჩება.