უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ რუსი სამხედროების დაკავების საპასუხოდ, რუსეთში უკრაინის ჯაშუში დააპატიმრეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იტყობინებდა. უწყების განცხადებით, შავი ზღვის ფლოტის ყოფილი საშტაბო ოფიცერი ლეონიდ პარხომენკო უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. დაკავებულს 20 წლიანი პატიმრობა ელის. მანამდე უკრაინულმა მხარემ ყირიმის ე.წ. საზღვართან ორი რუსი სამხედრო დააკავა, რომლებიც ყირიმის ანექსიამდე უკრაინულ არმიაში მსახურობდნენ. დეზერტირთა დაკავებას რუსული მხარის მწვავე რეაქცია მოჰყვა.