თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩიეს. კენჭისყრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ემზარ კვიციანს მხარი ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ირაკლი აბესაძეს 8 დეპუტატმა.
რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად 9 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, არსებობს გარკვეული პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციის კვოტები გადანაწილებულია.
მისი თქმით, 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 12-ში თავმჯდომარის მოადგილე „ნაციონალურ მოძრაობას“ და სამი კი „პატრიოტთა ალიანსს“ უნდა ჰყავდეს.
„ვინაიდან „პატრიოტთა ალიანსს“ სამივე კვოტა ათვისებული აქვს, სიმპატია-ანტიპატიის მიუხედავად, კომიტეტმა მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს“, - განაცხადა სესიაშვილმა.