არაბული კოალიციის ავიაიერიშებს  იემენში  12  მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. საჰაერო იერიშები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ მდებარე ჰაჯას პროვინციაზე განხორციელდა.  რამდენიმე ჭურვი ბაზრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კოალიციის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.