შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში თეირანი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება. საგანგებო განცხადება ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ გააკეთა. მისი მწვავე რეაქცია აშშ კონგრესის წამომადგენელთა პალატაში გამართულ კენჭისყრას მოყვა. კენეჭისყრა ერთი კვირის წინ ჩატარდა. კონგრესმენებმა მხარი ირანისთვის სანქციების გახანგრძლივებას დაუჭრეს. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება სენატისა და პრეზიდენტის მიერ წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.