დონალდ ტრამპის გუნდში 2 მაღალ თანამდებობას ქალები დაიკავებენ. არჩეული პრეზიდენტი განათლების მინისტრის პორთფელს ბეტსი დევოსს აბარებს. დევოსი წლების განმავლობაში მიჩიგანის შტატში რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი იყო და დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც ტრამპის მიმართ კრიტიკას არ იშურებდა, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ნიკი ჰეილია. ის არჩეული პრეზდიენტის განცხადებით, გაერთანებული ერების ორგანიზაციაში შეერთებული შტატების წარმომადგენელი იქნება. ტრამპის თქმით, 44 წლის ჰეილს საერთაშრისო ურთიერთობებში დიდი გამოცდილება აქვს.