მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მოუსმენენ. მინისტრობის კანდიდატები თემატური კომიტეტების წარმომადგენლებს საკუთარ ხედვებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ. ხვალ მთავრობის ახალ შემადგენლობასა და მათ პროგრამას ფრაქცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის, უმცირესობისა და უმრალესობის სხდომებზე განიხილავენ. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან ერთად პარლამენტმა სამთავრობო პროგრამაც უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. მთავრობის სამოქმედო გეგმა ოთხპუნქტიანია. მასში საუბარია დემოკრატიაზე, სოციალურ- ეკონომიკურ განვითარებაზე, საგარეო ურთიერთობებზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. მთავრობისთვის ნდობისგამოცხადების საკითხზე კენჭისყრა შაბათს, რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილის გუნდს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.