თურქეთი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალ ილდირიმმა საინფორმაციო ტექნოლოგიების თემაზე გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
პრემიერის განმარტებით, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის ტენდერის გზით 4G-სა და 5G-ის ლიცენზია უკვე გაიცა.
ილდირიმა განმარტა ისიც, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანა 5G-ზე მალე გადავიდეს.