„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ახალ მინისტრთა კაბინეტს, გიორგი კვირიკაშვილმა პასუხისგებაში მისაცემი პირები წარადგინა მინისტრთა კაბინეტში, - -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ირმა ინაშვილმა TV პირველის გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა.
"ამ სახელმწიფოში ვინმემ, ან ჩინოვნიკმა, ან სახელმწიფო მოხელემ, ხომ უნდა იგრძნოს, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა?! ჩაიდინა დანაშაული, უძველესი კულტურული ძეგლის ნგრევას ხელი მოაწერა და ისევ კულტურის მინისტრია? საყდრისის ნგრევის მთელი ტრაგედია, უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, იქნებიან ისინი ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ, მე ზოგადად სისტემაზე ვსაუბრობ. მძიმე ვითარებაა მუზეუმებში, საცავებში, სად მიდის ჩვენი ოქროს ფონდი? ექვთიმე თაყაიშვილმა, საკუთარი მეუღლის გადარჩენისთვის, რომელიც ავად იყო და კვდებოდა, ერთი ცალი კოვზი არ გაყიდა საგაძურიდან და დღეს რა ხდება, ჩვენ ვინავართ საერთოდ თუ ჩვენი ეროვნული საგანძური არ დავიცავით ?! - აცხადებს ირმა ინაშვილი