ევროპარლამენტი ევროკავშრის  ქვეყნებს   უსაფრთხოების  სფეროში  საერთო თადაცვის სტრატეგიის  შემუშავებისკენ   მოუწოდებს. 22 ნოემბერს  მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ  ევროკავშირის ქვეყნებს  თავდაცვაზე  ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის  2 პროცენტის დახარჯვა მოუწევთ, რაც  საერთო „თავდაცვის კავშირის“   შექმნისკენ  გადადგმული ნაბიჯი იქნება. ევროპარლამენტარების  აზრით, საერთო ოპერაციების დასაგეგმად,  საჭირო იქნება ევროკავშრის საერთო შეიარაღებული ძალებისა და  საერთო  შტაბბინის  შექმნაც.