სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითცენტრს სამუშაო ვიზიტით ესპანური სანერგე კომპანიის „La Encina“ მფლობელიხუარეს ფერერაესტუმრა. ესპანელ სტუმარს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მეხილეობისა დამემცენარეობისმიმართულებებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების, ასევეერთობლივი პროექტების განხორციელებაგანიხილეს და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი სანერგე მეურნეობა „La Encina“ გამორჩეულია ხეხილოვანი, კაკლოვანი და ციტრუსოვანი კულტურების, აგრეთვე აგროსატყეო და დეკორატიული მცენარეების ნერგების ფართო სპექტრით.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,სანერგე კომპანიის „La Encina“ მფლობელმა, ხუარეს ფერერამსოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იქ მიმდინარე კვლევებს.
როგორც ხუარეს ფერერამგანაცხადა,ესპანური კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს უსასყიდლოდ გადასცემს ხეხილისა და ციტრუსოვანი კულტურების ნერგებისკოლექციას, რომელთა უმეტესობაც საქართველოსთვის ახალჯიშებს წარმოადგენს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ახალი ჯიშის ნერგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე (ჯიღაურა, ანასეული და სხვ) გაშენდება.